Sunday, February 12, 2012

Prospero's Books & Caliban's Coffeehouse


წიგნის მაღაზია და ყავის სახლი თბილისში, რომელიც გვთავაზო კავკასიაში ინგლისური და ქართულენოვანი წიგნებისა და გაზეთების უდიდეს კოლექციას.
მდებარეობს : რუსთაველის 34, თბილისი.

მუშაობის საათები:

ორშაბათი:9:30 am-8:00 pm
სამშაბათი-ოთხშაბათი. 9:00 am-8:00 pm
ხუთშაბათი-შაბათი- 9:30 am-8:00 pm
კვირა : 9:00 am -8:00 pm

აუცილებლად ეწვიეთ ))))
ასევე ეწვიეთ facebook-ის გვერდზე : http://www.facebook.com/prosperosbooks

Thursday, September 15, 2011

ბათუმის საოჯახო ტიპის სახლი

წინა პოსტში გითხარით, რომ როგორც მოხალისე, უმეტესად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრში დავდივარ.... ამ ბოლო პერიოდში კი რამოდენიმეჯერ ვიყავი „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“ მეგობრებთან ერთად...

ბათუმის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მისვლა დამიჯერეთ ძალიან დიდი სიამოვნება... ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან.. პატარა კონცერტიც კი გაგვიმართეს.... იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს..... შემდეგ მოგვიყვნენ მათი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, თუ რას აკეთებენ მაშინ როდესაც სკოლაში არ არიან, რა შეუძლიათ, რა უყვართ და ა.შ. შემდეგ ჩვენ ვიმღერეთ მათთან ერთად. ჩვენც წავიკითხეთ ლექსები და მოვუყევით ჩვენს შესახებ... დღე ძალიან კარგი გამოვიდა და ყველანი კარგად გავერთეთ.

იმედი მაქვს კიდევ ძალიან ბევრჯერ მივალთ იქ და კიდევ ბევრ კარგ დღეს გავატარებთ....



Monday, August 29, 2011

რატომ ვართ მოხალისეები?

რატომ ვართ მოხალისეები?

ყველა სხვადასხვა რამის გამო არის მოხალისე. მაგრამ ყველას აქვს ერთი და საერთო მიზანი, დაეხმაროს სხვებს.
მე რატომ ვარ მოხალისე? ბევრჯერ დავფიქრებულვარ ამაზე, მაგრამ ზუსტი პასუხი ცემი თავისთვის არასდროს არ გამიცია. მოხალისე ვარ იმიტო , რომ მინდა სხვებს დავეხმარო. იმიტომ, რომ გავიცნო უფრო მეტი ადამიანი და ალბათ იმიტომაც, რომ ეს ძალიან გამომადგება მომავალში...

რა შემიძლია გავაკეთო სხვებისთვის? რამოდენიმე წლის წინ რომ დაგესვათ ჩემთვის ეს კითხვა გეტყოდით, რომ ჩემი მიხმარება არავის არ სჭირდებოდა.. ეხლა კი ვხვდები, რომ ჩემს ასაკშიც შეიძლება დავეხმარო ვინმეს. შეიძლება ეს დახმარება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცით უნდა დაიწყო...

დავიწყე ერთი, შეიძლება ითქვას, უბრალო საქმიანობით, რაც შემდეგ უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილიც გახდა... თავისუფალი დრო როდესაც მაქვს, დავდივარ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა დღის ცენტრში... ბევრს არაფერს არ ვაკეთებ... ვაჭმევ და ვუკითხავ ზღაპრებს. არ მეგონა, რომ გრძნობა როდესაც სხვას ეხმარები ასეთი იყო... ვერ გეტყვით, რა მემართება მაშინ როდესაც ზღაპარს ვუკითხავ და მათ ბედნიერ სახეებს ვხედავ.... უბრალოდ ყველას გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთხელ მაინც მიდით მათთან და ერთი ზღაპარი მაინც წაუკითხეთ... დამიჯერეთ მეორედ მისვლის სურვილი აუცილებლად გაგიჩნდებათ....








Tuesday, July 19, 2011


ზოგიერთი საერთაშორისო ვოლონტიორული გაერთიანებები
1.UNV (United Nations Volunteers)
    გაეროს ვოლონტიორები – ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ გაეროს ექვემდებარება. იგი მთელ პლანეტაზე გლობალური განვითარებისა და მოხალისეობის მხარდაჭერის იდეით  გამოდის. ასევე, მობილიზებას უწევს მოხალისეებს კონკრეტული, პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად. გაეროს 4 ათასზე მეტი მოხალისე მუშაობს დევნილებთან, ვიჩ–ინფიცირებულებთან, ბავშვებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან. ვოლონტიორები, ასევე, შრომობენ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, ქალაქების განვითარების საქმეში შეაქვთ თავიანთი წვლილი, იღწვიან ამომრჩეველთა, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ყველა წევრ ქვეყანაში.
2. SCI (Service Civil International)
     საერთაშორისო ვოლონტიორული ორგანიზაცია, რომელიც 1920 წელს შეიქმნა. მსოფლიოში 33 განყოფილება აქვს.
   მის ამოცანებში მშვიდობის, სოლიდარობისა და საერთაშორისო  ურთიერთგაგების იდეების, ასევე სოციალური სამართლიანობის  მხარდაჭერა და გარემოს დაცვაა.  SCI ძირითადი საქმიანობა მოხალისეთა საერთაშორისო პროექტებზე, სემინარებზე, მცირე, საშუალო და გრძელვადიან პროექტებზე, ასევე საგანმანათლებლო ტრენინგებსა და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზეა კონცენტრირებული.

3.NB: World4U
  SCI–ს პარტნიორი ორგანიზაცია 2000 წლიდან.  
4. YAP (Youth Action for Peace)
   საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია 1923 წელს შეიქმნა. იგი ქვეყნებს შორის მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის იდეას უწყობს ხელს, ასევე, სამხედრო კონფლიქტების წინააღმდეგ გამოდის. YAP–ს განყოფილებები 15 ქვეყანაში აქვს. იგი მოხალისეობრივ მოძრაობაში პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს აერთიანებს.
     YAP მოხალისეობრივ ანტისაომარ პროექტებს, პაციფისტურ სემინარებსა და ტრენინგებ  უწევს ორგანიზებას. იგი, ასევე, დაკავებულია დევნილებთან, სოციალურად დაუცველთა ჯგუფებთან მუშაობით, ლობირებს ანტისაომარ და მშვიდობისმყოფელ იდეებს პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებში.
5. ICYE (International Cultural Youth Exchange)
     ფედერაციამ საქმიანობა 1949 წელს დაიწყო. ICYE აფრიკის, აზიის, ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში 30 განყოფილებას ითვლის.
    ICYE მისიას ახალგაზრდული მოხალისეობრივი აქტივობის ხელშეწყობაა საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და მშვიდობის საქმეში. გლობალური განათლება და ინტერკულტურული აღზრდა  – ICYE პროგრამების ბავშვებთან, მოხუცებთან და ინვალიდებთან მუშაობის, ასევე საბავშვო ცენტრების ორგანიზებისა და ეკოლოგიური პროექტების განხორციელების 2 ძირითადი პრინციპია.


6. Alliance (Alliance of European Voluntary Service Organizations)
   ევროპის ვოლონტიორული ორგანიზაციების ალიანსი შეიქმნა 1982 წელს.  იგი მოხალისეთა ევროპული ორგანიზაციების საკოორდინაციო ცენტრს წარმოადგენს, რომლის სპეციალიზაცია მოკლე და გრძელვადიანი შრომითი ბანაკების კოორდინირებაა. იგი მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და საერთაშორისო  თანამშრომლობის იდეების ხელშემწყობია.


7. CCIVS (Coordinating Committee for International Voluntary Service)
    საერთაშორისო ვოლონტიორული ორგანიზაციების საკოორდინაციო კომიტეტი 1948 წელს იუნესკოს ეგიდით შეიქმნა. კომიტეტი მსოფლიოს 100 ქვეყანაში 250 ნაციონალურ ვოლონტიორულ ორგანიზაციას უწევს კოორდინირებას.
   NB:World4U CCIVS –ში წარმოდგენილია  YAP–ს ცენტრალიზებული უფლებამოსილით.


8. AVSO (Association of Voluntary Service Organisation)–
ვოლონტიორული ორგანიზაციების ასოციაცია. კოორდინირებას უწევს მოხალისეთა ევროპულ ორგანიზაციებს და ვოლონტიორობის ინტერესებს ხელს უწყობს სამთავრობო, სოციალური ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე.
   NB:World4U AVSO–ში წარმოდგენილია  YAP–ს ცენტრალიზებული უფლებამოსილით. W4U–ს მოხალისეები AVSO–ს საგანმანათლებლო აქციებში მონაწილეობენ.

მოხალისეობრივი მოძრაობა დაფუძნებულია მეგობრულ ურთიერთობებსა და ურთიერთდახმარებაზე.
********
მოხალისეობა ქვეყანაში სამოქალაქო აქტივობისა და დემოკრატიის დონის განმსაზღვრელია. ამ მხრივ მეწინავე როლი მსოფლიოში ამერიკის შეერტებულ შტატებს უჭირავს. ამერიკასა და რიგ ევროპულ ქვეყნებში მოხალისეობა და ქველმოქმედება ჩვეულებრივი მოვლენაა.
   ჩვენს ქვეყანაში მოძრაობას საფუძველი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90–იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა.

 მოხალისეობრივი საქმიანობა ფართო სპექტრს მოიცავს:
მოხალისეები აქტიურად თანამშრომლობენ ბავშვთა სახლებსა და საავადმყოფოებთან, ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფ ბავშვებს შეძლებისდაგვარად: აგროვებენ ტანსაცმელს, საჭირო ნივთებს, გეგმავენ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას. ასევე, დახმარებას უწევენ მრავალშვილიან და მძიმე ყოსით პირობებში მყოფ ოჯახებს. ეხმარებიან მათ სოციალური პრობლემების გადაჭრაში. აქტიურად ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობების  ადამიანებს.
(საავადმყოფოებში სამუშაოდ საჭიროა, რომ მოხალისე იყოს სრულწლოვანი).

********